ინტერნეტში ახალი Touareg-ის პირველი კადრები გავრცელდა. კომპანია Volkswagen-მა ახალი თაობის ყველგანმავალის კიდევ რამდენიმე დეტალი გაამხილა. ამჯერად გერმანელებმა ავტომობილის სალონის ფოტოები გამოაქვეყნეს.
გამოცემა „Automotive News“-ის ინფორმაციით, ახალ „ტუარეგს“ 12 დიუმიანი ელექტრონული პანელი და 15 დიუმიანი ეკრანი ექნება. ეკრანიდან ავტომობილის მულტიმედიური კომპლექსის მართვა იქნება შესაძლებელი. თუმცა, ზოგიერთი ღილაკი სალონში ისევ დარჩება, მაგალითად – აუდიოსისტემის ხმის დასარეგულირებლად. ყველგანმავალის ინტერიერის გაფორმების ახალ კონცეფციას – „Innovision Cockpit“ ეწოდება.
შეგახსენებთ, რომ Volkswagen-მა ცოტა ხნის წინ ვიდეო – თიზერიც გაავრცელა, რომელშიც ავტომობილის პროფილის ნაწილი და დიზაინის რამდენიმე დეტალი ჩანს. ხოლო, რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, მოდელი ბენზინისა და დიზელის 2 და 3 ლიტრიანი ტურბოძრავებით იქნება აღჭურვილი.