მადრიდი ყველაზე გემრიელი ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალი Gastroletras, რომელიც ესპანეთში უკვე მესამედ ტარდება – წელს გასტრონომიასა და კინოს გააერთიანებს.
18 მარტიდან დედაქალაქის 32 ბარი და რესტორანი კინემატოგრაფიული თემატიკის კერძების მომზადებას დაიწყებს. ისინი შეეცდებიან, რომ ყველაზე გემრიელი და ამავდროულად ცნობილი ფილმების მოტივებით შექმნილი საკვები შექმნან. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ რომ ესპანურ კინო-კლასიკას კიდევ ერთხელ უყურონ.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე რესტორანში ცნობილ რეჟისორებსაც მოიწვევენ და მსურველებს მათთან შეხვედრა და გასაუბრება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.