LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში არსებული ავტობუსებიდან ნახევარზე მეტმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა

54

თბილისის 816 ავტობუსიდან ნახევარზე მეტმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმარაობაზე სტატისტიკა, აუდიტის დასკვნაში წერია.

დასკვნის თანახმად, 143 ერთეულ ახალ MAN-ის ფირმის ავტობუსს არ ეკუთვნის ინსპექტირება, ხოლო დანარჩენი 673 ძველი ავტობუსიდან, 456 ერთეულმა ვერ გაიარა.

დასკვნაში, ასევე, ნათქვამია, რომ ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ მათი მდგომარეობის გაუარესება განაპირობა:

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. ასევე, 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით არ დამტკიცებულა.

აუდიტის რეკომენდაციიაა, რომ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ მავნე აირების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები