ბოლო წლებში გლობალურ საავტომობილო ბაზარზე მრავალი ახალი ბრენდი გამოჩნდა. ავტოექსპერტებმა ყველაზე ახალგაზრდა მარკების ჩამონათვალი შეადგინეს.
ავტოწარმოებაში Tesla 2003 წელს გამოჩნდა. მრავალი ექსპერტი ამბობდა, რომ ის მალე შეწყვეტდა არსებობას. მიუხედავად მრავალი სირთულისა, Tesla არ გაბანკროტებულა და აგრძელებს სულ უფრო მეტი თაყვანისმცემლის მოპოვებას.
აღსანიშნავია ბრენდი Haval, რომელსაც Great Wall ფლობს. ის იაფიან და ხარისხიან ყველგანმავლებს წარმოადგენს, რამაც პოპულარობა მოუტანა.
აღორძინებულ ბრენდებს შორის Maybach-იც უნდა გავიხსენოთ, რომელმაც ბაზარი ჯერ კიდევ 40-იან წლებში დატოვა. 2015 წელს კი Mercedes-Benz-ის სუბ-ბრენდის როლში აღადგინეს.
რაც შეეხება Datsun-ის ავტომობილებს, ის კონვეირიდან შორეულ 1931 წელს
ოდესღაც, ტაივანური Luxgen-ი Nissan-სა და Mitsubishi-ის ლიცენზირებულ მოდელებს უშვებდა, ახლა კი ცალკეულ ბრენდს წარმოადგენს. რეიტინგში ასევე აღდგენილი Citroen და ახალი ჩინური ბრენდები Geely და Lifan შედის.