LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დროს, ადმინისტრაციის შენობაში შევარდა

147

17 წლის გოგონა, რომელიც მინესოტას შტატში, მონტიჩელოში ცხოვრობს მართვის მოწმობის აღების მცდელობისას, გამოცდაზე შენობაში შევარდა. ამის შესახებ ბუფალოს პოლიციის დეპარტამენტი Facebook გვერდზე წერს.

ინციდენტის გამოძიებამ აჩვენა, რომ გოგონამ სიჩქარე აურია. ნაცვლად იმისა, რომ პარკინგიდან უკანა სვლით გამოსულიყო, ის წინ წავიდა. ავარიის შედეგად კედლის ნაწილი ჩამოინგრა.

60 წლის ქალი-ინსტრუქტორი, რომელიც მგზავრის სავარძელზე იჯდა, უმნიშვნელო ტრამვებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავე მძღოლი და ადამიანები, რომლებიც შენობაში იყვნენ, არ დაზარალებულან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები