მეზვრიშვილების ოჯახმა „იმედის“ გადაცემაში „მიმღერე“ ბუკა კარტოზიას სიმღერა თბილისზე აირჩია და ნამდვილად კოლორიტულად და თბილისურად შეასრულა, როგორც შემდეგ კოლეგებმა აღნიშნეს.
„საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო“ თამარ კოტეტიშვილმა განსაკუთრებული მუხტით იმღერა, თავად დაუკრა კლავიშზე, ხოლო მისმა ვაჟმა, რატი მეზვრიშვილმა პირველად სცადა ბასგიტარაზე დაკვრა და ძალიან კარგად გამოუვიდა.
„ესაა ქართული დედა-შვილობა, სილამაზე, ტრადიციაც და ემოციაც, რომელიც არავის აქვს დედამიწის ზურგზე… იმრავლოს ასეთმა დედა-შვილებმა…“, აღნიშნავენ კომენტარებში.
მეზვრიშვილები – საქართველო ბეჭედია ბაჯაღლომიმღერე | მეზვრიშვილები – საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო თამარ კოტეტიშვილი და რატი მეზვრიშვილი ავტორი: ბუკა კარტოზია #მიმღერე IV სეზონი 🎙️ VIII ეპიზოდი (სალაღობო)
Posted by მიმღერე on Friday, January 24, 2025