LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი რამ გინახავთ: ვარჯიშზე 37 ათასი ადამიანი მივიდა

52

კვირას, ღამით, ბრაზილიაში, „კორინთიანსმა“ და „პალმეირასმა“ სან პაულუს შტატის ჩემპიონატის გამარჯვებული გამოავლინეს.
პირველი მატჩი „პალმეირასმა“ 1:0 მოიგო. განმეორებითი თამაშის წინ „კორინთიანსმა“ ემოციური ღია ვარჯიში გამართა.
სტადიონზე 37 ათასი ადამიანი მივიდა. ეს წარმოუდგენელი იყო.

ჰოდა, შეუძლებელი და საცოდაობა იქნებოდა, ფეხბურთელებს ამხელა მხარდაჭერა არ გამოეყენებინათ. “კორინთიანსმა” განმეორებითი შეხვედრა ასევე 1:0 მოიგო და საქმე პენალტებამდე მივიდა. აქ მასპინძლებმა უფრო ივარგეს, 4:3 გაიმარჯვეს და ასეთ ერთგულ გულშემატკივრებს ასე დაუფასეს გვერდში დგომა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები