გაუმჯობესებული Nissan Patrol, რომლის ძრავიც 1 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს ჰიპერქარ Mercedes-Benz SLR McLaren-ს „დაუყენეს“. რგოლი, სადაც გარბენია ასახული, YouTube-ზე Auto Bild-ის ოფიციალურ არხზეა განთავსებული.
Nissan Patrol-ის გაუმჯობესებაზე დუბაის კომპანია F Performance-მა იზრუნა, რომელიც კომპანია Nissan-ის ყველგანმავლების გადაკეთებით არის დაკავებული.
რაც შეეხება ჰიპერქარ Mercedes-Benz SLR McLaren-ს, ის 5,5 ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 626 ცხენის ძალაა.