LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება მსოფლიოში ერთადერთი 30 წლის BMW M3

156

ლოს–ანჯელესში დილერი Century West BMW ყიდის უნიკალურ M3-ს, რომელიც 30 Years American Edition-ის ვერსიით არის წარმოდგენილი. ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად, ბავარიული ბრენდის ამერიკის ბაზარზე შემოსვლიდან, 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოუშვეს. სპორტსედანი 130 110 დოლარად არის შეაფსებული.

სპეც ვერსია BMW M3 30 Years American Edition გასულ წელს ტიუნინგ შოუ SEMA-ზე იყო წარმოდგენილი. სტანდარტული ვერსიისგან ის საღებავით Frozen Red II გამოირჩევა, რომელიც 1980-იანი წლების ავტომობილების ფერებს იმეორებს. ასევე, ავტომობილს ოქროსფერი დისკები აქვს, წინ 19 დიუიმიანი, უკან კი 20 დიუიმიანი.

სპორტსედანი დაკოპლექტებულია პაკეტით Competition, სტაილინგ პაკეტით M Performance და სმარტფონის უსადენო დამტენით.

განსაკუთრებული BMW M3-ის ინტერიერი ამერიკის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. სალონის გასაწყობად ტყავი, ხელოვნური ხავერდი და  ნახშირბადის ბოჭკოა გამოყენებული.

BMW M3 30 Years American Edition-ს კაპოტ ქვეშ სამლიტრიანი ძრავი აქვს, რომელიც 430 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს კი სპორტული სედანი ოთხ წამში ავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები