LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ ელექტრო M3-ის პროტოტიპი ოფიციალურად პირველად აჩვენა

137
ქირიას NEWS შაბლონი (4)

BMW-მ ოფიციალურად პირველად აჩვენა სრულად ელექტრო M3-ის პროტოტიპი. ავტომობილი ჯერ კიდევ სპეციალურ კამუფლაჟშია, თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებული ფოტოები უკვე საკმაოდ კარგად აჩვენებს მომავალი სპორტსედანის დიზაინს. ახალი M3 BMW-ს M განყოფილების ისტორიაში პირველი სრულად ელექტრო მაღალი წარმადობის მოდელი იქნება.

ახალი ავტომობილი Neue Klasse-ის ტექნოლოგიურ არქიტექტურაზე შეიქმნება და მისი დიზაინი მნიშვნელოვნად იქნება დაკავშირებული M Concept Neue Klasse-ის კონცეპტთან, რომელიც BMW-მ მიმდინარე წლის ზაფხულში წარადგინა. პროტოტიპზე უკვე ჩანს ფართო თაღები, აგრესიული ბამპერები და M-ისთვის დამახასიათებელი სპორტული ელემენტები.

BMW M3-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მისი ელექტროსისტემა იქნება. ავტომობილი ოთხ ელექტროძრავას მიიღებს. BMW-ის განცხადებით, ეს ტექნოლოგია ავტომობილის დინამიკის მართვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

სისტემის ერთ-ერთი საინტერესო შესაძლებლობა წინა ღერძის გათიშვა იქნება. გარკვეულ პირობებში ავტომობილი სრულამძრავიანი რეჟიმიდან უკანა წამყვანზე გადასვლას შეძლებს, რაც არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვას, არამედ სპორტული მართვის განსხვავებულ ხასიათსაც უზრუნველყოფს.

BMW ჯერ არ ასახელებს სერიული მოდელის საბოლოო სიმძლავრეს, თუმცა კომპანიის ადრე გამოქვეყნებული ტექნიკური აღწერიდან ცნობილია, რომ ელექტრო M3-ისთვის შეიქმნა სპეციალური მაღალვოლტიანი ბატარეა და ოთხძრავიანი ელექტროსისტემა. მთავარი აქცენტი მხოლოდ ცხენის ძალების რაოდენობაზე კი არა, ძალის მაქსიმალურად სწრაფ და ზუსტ განაწილებაზე კეთდება.

გარეგნულად სერიული M3 საკმაოდ ახლოს დარჩება კონცეპტთან. ახალი ფოტოებიდან ჩანს მასიური გაფართოებული ბორბლების თაღები, დაბალი და აგრესიული წინა ნაწილი და სპეციალური განათების ელემენტები. ამასთან, სერიულ ავტომობილზე კონცეპტის ზოგიერთი უკიდურესად აგრესიული აეროდინამიკური დეტალი უფრო ზომიერი ფორმით იქნება წარმოდგენილი.

ახალი ელექტრო M3-ის წარმოება მიუნხენის ქარხანაში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები