LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამმა ტურისტმა სასტუმროს გზა ვერ იპოვა და შემთხვევით ალპებში აღმოჩნდა

33

ნასვამმა ტურისტმა სასტუმროს გზა ვერ იპოვა და შემთხვევით ალპებში აღმოჩნდა. გამოცემა „La Stampa”-ს ინფორმაციით, 30 წლის ესტონელი იტალიის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა და როგორც ჩანს, ალკოჰოლის დოზა ვერ გათვალა. მამაკაცი იმდენად ნასვამი იყო, რომ ვერც კი მიხვდა თუ როგორ ავიდა 2400 მეტრის სიმაღლეზე. საბედნიეროდ, მან მთებში ბარი იპოვა, სადაც დამატებით კიდევ დალია და იქვე ჩაეძინა.

დაკარგულ ტურისტს  მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ და ის მხოლოდ დილით, ბარის გახსნის დროს იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი აურზაურის გამო ესტონელს საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები