LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1760
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე მეტად თავისუფლების მოყვარე, მეგობრულ, მერწყულში იმყოფება, ხოლო მთვარე ემოციურ, მგრძნობიარე, თევზებში გადადის. ამ ზეგავლენის შედეგად, ეს თვისებები უფრო მეტად იჩენს თავს თითოეულ ჩვენგანში.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია ქველმოქმედებისთვის, კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის, ქორწინებისთვის, კონტრაქტების დადებისთვის, ხელოვნებისთვის.

დღე ნეგატიურია დიდი საქმეების დაწყებისთვის, ექოსკოპიისთვის, ანალიზებისთვის, სესხის აღება-გაცემისთვის, ალკოჰოლის მოხმარებისთვის, დაპირებების გაცემისთვის. მოერიდეთ საიდუმლოებებს.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, ამეთვისტო, მარჯანი, ისინი მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ მწვანეს, იისფერს, ფირუზისფერს, ვერცხლისფერს, ისინი მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ლიმფური სისტემა, ტერფები, მხედველობა. ოპერაციების ჩატარება აღნიშნულ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, რეკომენდებული არ არის.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელისთვის, შედარებით დაძაბულია ლომთათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები