LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური უსაფრთხოების ბალიშების წყალობით მგზავრები სალონში ერთმანეთს აღარ შეეჯახებიან

58

თანამედროვე ავტომობილების შემუშავებისას გამომგონებლები განსაკუთრებულ ყურადღებას სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემას უთმობენ. თითქოს, ამ სფეროში ყველაფერი მიღწეულია, თუმცა პროგრესი გრძელდება.

კომპანია ZF-მ ეგრეთწოდებული ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში შეიმუშავა, რომელიც ორ წინა სავარძელს შორის არის განთავსებული. გვერდითი დარტყმის შემთხვევაში, ის იშლება და მგზავრები ერთმანეთს აღარ ეჯახებიან.

მსგავს პროექტს წარმოადგენს Hyundai Mobis, რომელიც მანეკენებზე ტესტირებას უკვე გადის. ამ შემთხვევაში, ბალიში მაშინ იშლება, თუკი ავტომობილის სახურავი დაზიანდება. ბალიში მგზავრებს თავის ტრამვებისგან იხსნის, ასევე ხელს უშლის მათ სალონიდან „გადაფრენას“.

მწარმოებლები „გარე უსაფრთხოების ბალიშებზეც“ მუშაობენ. ისინი შეჯახების შემთხვევაში ქვეითებსა და ველოსიპედისტებს დაიცავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები