კომპანია Jeep-მა ყველგანმავალი Wrangler-ის მესამე თაობის წარმოება დაასრულა, რომელიც ინდექსით JK გამოდიოდა.
ბოლო ავტომობილი ოთხ კარიანი Rubicon Unlimited გახდა, რომელიც ოჰაიოს შტატში, ტოლედოს ქარხნის კონვეირიდან გამოვიდა.
Jeep JK-ის თაობა 2006 წელს გამოჩნდა. ტრადიციული, 3 კარიანი ვერსიის გარდა, კომპანიამ 4 კარიანი მოდიფიკაციაც გამოუშვა, რომელიც საზოგადოებამ თავდაპირველად ნეგატიურად მიიღო. მას შემდეგ, კომპანიამ 1,2 მილიონი ავტომობილი ააწყო და წარმოების მოცულობით სამ კარიან ვერსიასაც კი აჯობა.
ახალი თაობის Wrangler, ინდექსით JL გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. მოდელმა ჩარჩოს კონსტრუქცია შეინარჩუნა, ის უფრო მყარი და უხეშია.
გარდა ჰიბრიდული ვარიანტისა, ყველგანმავალი ასევე ხელმისაწვდომია 285 ცხენის ძალიანი ბენზინისა და სამ ლიტრიანი დიზელის ძრავებით.
აშშ-ში ახალი Wrangler-ის ფასი 27 500 დოლარიდან იწყება.