LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე საიმედო და ამტანი ავტომობილების ათეული

137

საავტომობილო სფეროს სპეციალისტებმა იმ ავტომობილების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც მათი აზრით, ყველაზე საიმედო და გამძლეა. რეიტინგის შედგენისას, მსოფლიოს ყველა საავტომობილო კომპანიის მიერ წარმოებული მოდელები გაითვალიწინეს.

1000 ერთეულ Audi А1-ზე დაზიანებათა 5,9% მოდის. მთავარი ის კი არ არის, რამდენად ხშირად ზიანდება სატრანსპორტო საშუალება, არამედ მნიშვნელოვანია, რა უჯდება მფლობელს მისი შეკეთება და რამდენად სერიოზულია დაზიანება.

დაფიქსირებულია, რომ Audi А1-ს დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოდის ოპტიკა და ყურადღება უნდა მიექცეს დისკების კოროზიას.

პრობლემებს მეპატრონეს არც Audi A6 შეუქმნის, განსაკუთრებით 150 000 კილომეტრამდე მაინც.

სიაში შემდეგი Honda CR-V გახლავთ, ის თავის კლასში საკმაოდ საიმედოა. 300 000 კილომეტრზეც კი Honda CR-V პრობლემებს არ ქმნის.

პრემიუმ კლასში საშუალო ზომის ქროსოვერებში ყველაზე ამტანი Lexus RX აღმოჩნდა.

ასეთივე სტატუსი მიიღო Mercedes-Benz B-Class-მაც, თუმცა მინივენებში.

მეორად ავტობაზარზე საუკეთესოდ Smart ForTwo დაასახელეს.

საიმედო ავტომობილების სიაში ასევე დასახელდნენ: Mercedes-Benz GLK, Porsche 911, Toyota Camry და Toyota Prius.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები