LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda CR-V აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა

104
1098x1098

2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, Honda CR-V აშშ-ის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. იანვრიდან ივლისამდე პერიოდში ამერიკაში 226 100 ერთეული CR-V გაიყიდა, რაც თითქმის 17 ათასით აღემატება მრავალწლიანი ლიდერის, Ford F-150-ის შედეგს.

მეორე ადგილზე Ford F-150 გავიდა 209 300 გაყიდული პიკაპით, ხოლო მესამე პოზიცია Toyota RAV4-მა დაიკავა, რომლის 154 000 ერთეული გაიყიდა.

Ford F-150 ბოლო 16 წლიდან 15 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი იყო. ამ პერიოდში მისი დამარცხება მხოლოდ Toyota RAV4-მა შეძლო.

Toyota RAV4-ის გაყიდვები 2026 წლის პირველ ნახევარში 36%-ით შემცირდა, რაც მოდელის წარმოების ახალ ქარხანაში გადატანამ და მიწოდების შეფერხებებმა გამოიწვია. Ford-ის შემთხვევაში კი წარმოებაზე გავლენა 2025 წლის ბოლოს ალუმინის ქარხანაში გაჩენილმა ხანძარმა მოახდინა, რის გამოც F-150-ის გამოშვება შემცირდა.

ამავდროულად, Honda-მ წარმატებული მარკეტინგული კამპანიები წამოიწყო, რამაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, CR-V-ის გაყიდვები მაისში 19%-ით, ხოლო ივნისში 30%-ით გაიზარდა.

<