LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-მ Bugatti-ში თავისი წილი 1 მილიარდ ევროდ გაყიდა

121
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Porsche-მ Bugatti-სა და Rimac-თან დაკავშირებული აქტივებიდან საბოლოოდ გაყიდა – გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავისი წილი დაახლოებით 1 მილიარდ ევროდ დათმო. გარიგება, რომლის შესახებაც პირველად აპრილში გახდა ცნობილი, 9 სექტემბერს დასრულდა.

Porsche-ს Bugatti Rimac-ის 45%-იანი წილი ჰქონდა, ხოლო კიდევ 20,6%-იან წილს Rimac Group-ში ფლობდა. ორივე აქტივი ახლა HOF Capital-ის ხელმძღვანელობით შექმნილ საინვესტიციო კონსორციუმზე გადავიდა.

Bugatti Rimac 2021 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი Bugatti-სა და Rimac-ის საქმიანობის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება იყო. ერთობლივ საწარმოში Rimac Group-ს 55% ეკავა, Porsche-ს კი – დარჩენილი 45%.

გარიგების შედეგად Porsche სრულად გამოვიდა როგორც Bugatti Rimac-ის, ისე Rimac Group-ის კაპიტალიდან. შესაბამისად, ეს ასევე ნიშნავს, რომ Volkswagen-ის ჯგუფი Bugatti-ს მფლობელობიდან საბოლოოდ გავიდა.

მიღებული თანხიდან დაახლოებით 250 მილიონი ევროს გამოყენებას Porsche საპენსიო ვალდებულებების დასაფინანსებლად გეგმავს. 

Porsche-ს Bugatti-სა და Rimac-იდან გასვლა კომპანიის სტრატეგიის ცვლილების ნაწილია. ავტომწარმოებელი ცდილობს მეტი ყურადღება საკუთარ ძირითად ბიზნესზე გადაიტანოს იმ პერიოდში, როდესაც მას ჩინეთში მოთხოვნის შემცირება, ელექტრომობილებზე გადასვლის შეფერხება და ხარჯების ზრდა აწუხებს.

Bugatti კი საქმიანობას ახალი მფლობელების პირობებში გააგრძელებს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მომავალი პროექტია Tourbillon – ჰიბრიდული ჰიპერქარი, რომელიც 16 ცილინდრიან ძრავსა და ელექტროძრავებს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები