LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა Vantage 1990-იანი წლების სუპერქარს მიუძღვნა

52

კომპანია Aston Martin-მა ორკარიანი Vantage-ს განსაკუთრებული ვერსია წარმოადგინა სახელწოდებით V600. სიახლეს მხოლოდ 14 ეგზემპლარად ააწყობენ, მათგან შვიდი კუპეს, ხოლო შვიდი როდსტერის ძარით იქნება წარმოდგენილი.

ავტომობილის სპეციალურ ვერსიას 1998 წლის მოდელს მიუძღვნიან, რომელიც Vantage-ს ყველაზე ექსტრემალური მოდიფიკაციაა და კომპრესორული ძრავით არის აღჭურვილი. ის 600 ცხენის ძალას ავითარებს და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ავტომობილია.

ყველა, 14-ვე ავტომობილი პროგრამა Q by Aston Martin – Commission-ის ფარგლებში აიწყობა, რომელიც ექსკლუზიური ავტომობილების შექმნას ითვალისწინებს.

Vantage V600 მოდერნიზებულ ექვს ლიტრიან ატმოსფერულ V12 ძრავს მიიღებს. რომელიც 600 ცხენის ძალას ავითარებს. ასევე, აღჭურვილი იქნება შვიდ საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ას კილომეტრს ავტომობილი 3,7 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/საათი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები