LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა 80 000 დოლარიანი „სახლის სუპერქარი“ წარადგინა – ფოტო

117
1428x1428

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა Aston Martin-მა რბოლების მოყვარულებისთვის ახალი ექსკლუზიური პროდუქტი წარმოადგინა. კომპანია Curv Racing-თან თანამშრომლობით შექმნილ სარბოლო სიმულატორს AMR-C01-R Hypercar Edition დაარქვეს და მისი ფასი თითქმის 80 000 დოლარი იქნება.

მოწყობილობა შთაგონებულია Aston Martin Valkyrie-ის სარბოლო ვერსიებით, რომლებიც წელს ლეგენდარულ 24 Hours of Le Mans-ში მონაწილეობენ. სიმულატორი მხოლოდ 24 ცალი დამზადდება, რაც მას კოლექციონერებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

კარბონისგან შექმნილი კორპუსი იმავე ფერებშია გაფორმებული, როგორშიც Aston Martin-ის ლე-მანის ბოლიდები გამოდიან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჭესაც – მისი ფორმა და დიზაინი პირდაპირ სარბოლო პროტოტიპიდან არის გადმოტანილი.

საჭე დამზადებულია კარბონისა და ალუმინისგან, აღჭურვილია სხვადასხვა ღილაკით, გადამრთველებით და საკუთარი ციფრული ეკრანით. მძღოლის სავარძლის პოზიციაც მაქსიმალურად იმეორებს რეალური სარბოლო ავტომობილის პილოტის პოზას.

პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და Aston Martin-ის ტესტ-პილოტის, დარენ ტერნერის განცხადებით, მთავარი მიზანი მაქსიმალური რეალიზმის მიღწევა იყო.

მისი თქმით, დიზაინერებს სურდათ, რომ მომხმარებლებს რაც შეიძლება ახლოს ეგრძნოთ თავი Valkyrie-ის მართვასთან.

ტექნიკური თვალსაზრისითაც მოწყობილობა შთამბეჭდავია. სისტემა აღჭურვილია:

  • 49 დუიმიანი მოხრილი მონიტორით;
  • Nvidia RTX 50 Series-ის გრაფიკული ბარათით;
  • 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით;
  • 2 ტბ მოცულობის SSD დისკით.

ფასი 58 750 ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 80 000 დოლარს) აღწევს – თანხა, რომლითაც უკვე რეალური სპორტული ავტომობილის შეძენაც შეიძლება.

თუმცა Aston Martin-ის გათვლა სხვაა: AMR-C01-R განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში მიიღოს პროფესიონალური სარბოლო სიმულატორის გამოცდილება და ერთდროულად იქონიოს ექსკლუზიური დიზაინერული ობიექტი, რომელიც ავტომობილების სამყაროსთანაა დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები