ევროპული მედია იუწყება, რომ მთელს ევროპაში, მძღოლებმა მასობრივად დაიწყეს ოდომეტრის ჩვენების „ჩამოყრა“. დიდ ბრიტანეთში ავტომობილების 20%-ს ფალსიფიცირებული მაჩვენებელი აქვს. ექსპერტები მიზეზებზეც საუბრობენ.
ყველაზე მეტი ასეთი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, სადაც ყოველი მეხუთე ავტომობილი „იტყუება“. სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში სერვისი Personal Contract Purchase ამოქმედდა. ის ავტომობილის კრედიტით შეძენას გულისხმობს, თუმცა, ყოველთვიური გადასახადი გარბენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, აქ „მატყუარა“ ავტომობილების რაოდენობა ბევრად დაბალია. მარკების მიხედვით კი ყველაზე პოპულარული მოდელი „ჩამოსაყრელად“ არის MINI. მათგან მეოთხედს გარბენის არასწორი მაჩვენებლი აქვს. ასევე, ევროკავშირში რეალიზებული მეხუთე სერიის BMW-ებს „ჩამოყრილი“ გარბენი აქვთ.