LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასასვლელად 20 წელზე ნაკლები დრო რჩება

57
carnews202123

2040 წლიდან ევროპაში მოძრავი სატვირთო ავტომობილები ჰაერს აღარ დააბინძურებენ. უფრო ზუსტად კი 2040 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში საერთოდ აღარ აწარმოებენ. ამის ნაცვლად ყველა სატვირთო მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ძრავით იქნება აღჭურვილი, ანუ ელექტროენერგიაზე ან წყალბადზე იმუშავებს.

ასეთ შეთანხმებას ხელი ევროპის ყველაზე დიდმა ავტომწარმოებლებმა მოაწერეს.

მანამდე ევროპა ვარაუდობდა, რომ მავნე ტრანსპორტზე უარს 2050 წლიდან იტყოდა.

ახალი სატვირთოებისთვის დამატებითი ინჟინერული გამოგონებები იქნება საჭირო და მათ შემუშავებაში მონაწილეობას პოტსდამის კლიმატის ცვლილებების კვლევის ინსტიტუტი მიიღებს.

მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა ევროპაში 2030 წლისთვის 2019 წელთან შედარებით 30%–ით უნდა შემცირდეს. ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის შეთავაზება საწვავზე გადასახადის გაზრდა იყო, რათა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის შემუშავება უფრო მოთხოვნადი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილი გარემოს დაბინძურებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს და ჰაერში მავნე გამონაბოლქვის 24%–ზეა პასუხისმგებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები