Jaguar-მა eTrophy I-Pace გამოაჩინა. ავტომობილი ტრეკზე პირველად გავიდა. ის ელექტრო ქროსოვერ Jaguar I-Pace-ზეა დაფუძნებული და რბოლებისთვის არის სრულყოფილი. უცნობია ზუსტი ცნობები სიახლის შესახებ, თუმცა, ჩანს, რომ უფრო აგრესიული აეროდინამიური პაკეტი, Michelin-ის უხეში საკიდარი და შემსუბუქებული კოკპიტი აქვს.
FIA Formula E-ს ჩემპიონატის გენერალური დირექტორი, ალექსანდრ აგატი, პირველი ადამიანი გახდა, ვინც მისით „ისეირნა“.
„eTrophy ტრეკზე თავს შესანიშნავად გრძნობს- ის გამოიყურება როგორც საგზაო ავტომობილი, რომელსაც სარბოლო ბოლიდის შესაძლებლობები აქვს“ – განაცხადა აგატმა.
Jaguar Racing და მისი პარტნიორი M-Sport 20 ავტომობილს უზრუნველყოფენ, გაუწევენ ტექნიკურ დახმარებას და ლოჯისტიკას, უზრუნველყოფენ საბურავებს, სარბოლო კოსტიუმს, ჩაფხუტს, ხელთათმანებსა და ფეხსაცმელს.
Formula E-ს ჩემპიონატი ათი რბოლისგან შედგება.