LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Jaguar Type 00-ის და Tesla Cybertruck-ის გიჟური ჰიბრიდი

108
Jaguar Type 00-ის და Tesla Cybertruck-ის გიჟური ჰიბრიდი

დიზაინერებმა სპორტქარი Jaguar Type 00 და პიკაპი Tesla Cybertruck “შეაჯვარეს“. Studio Enemy-ს დიზაინერებმა შექმნეს უნიკალური ვირტუალური კონცეპტ-ქარი, რომელიც „ტესლას“ ელექტრონული პიკაპის და Jaguar-ის ფუტურისტული სპორტქარის მახასიათებლების მიქსს წარმოადგენს. უჩვეულო ავტომობილმა არაოფიციალური სახელი Jaguar Cybertruck მიიღო და სოც-ქსელებში დიდი ყურადღებაც დაიმსახურა.

კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგენს კომპაქტურ ორკარიან ელექტრომობილს, რომელიც Tesla Cybertruck-ის შემცირებულ ვერსიაზეა დაყრდნობილი. დიზაინერებმა პროექტს Jaguar Type 00-ის ელემენტებიც დაამატეს და საბოლოო ჯამში საინტერესო ვიზუალი მიიღეს.

პროტოტიპი სრულად ელექტრონული აგრეგატით მუშაობს და სხვა ტექნიკური მახასიათებლები არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები