LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Cybertruck-ს ტექნიკური ხარვეზის გამო უკან იწვევს

103
ქირიას NEWS შაბლონი (5)

Tesla-მ აშშ-ში გარკვეული რაოდენობის Tesla Cybertruck-ის გაწვევა გამოაცხადა. პრობლემა ამჯერად პროგრამულ უზრუნველყოფას არ უკავშირდება და მისი გამოსწორება მხოლოდ სერვისცენტრშია შესაძლებელი.

საქმე ეხება პიკაპებს, რომლებიც ქარხნიდან 18 დიუმიანი დისკებით გამოვიდა. კომპანიამ დაადგინა, რომ მაღალი დატვირთვის პირობებში მაგალითად, მკვეთრ მოსახვევებში ან უგზოობისას – შესაძლოა გაჩნდეს ბზარები მუხრუჭის დისკის სამაგრ ადგილებში.

თუ დაზიანება პროგრესირდება, არსებობს რისკი, რომ სამაგრი ამოვარდეს, რაც გამოიწვევს მუხრუჭის დისკის დაშორება ჰაბისგან. ასეთი სცენარი მნიშვნელოვნად ზრდის ავარიის რისკს.

კომპანია ამ პრობლემას ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოდან სწავლობდა და რამდენიმე საინჟინრო კვლევაც ჩაატარა. ამასთან, დაფიქსირდა მინიმუმ სამი საგარანტიო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა სწორედ ამ ხარვეზთან იყოს დაკავშირებული.

გაწვევას ექვემდებარება 173 ელექტრო პიკაპი, რომლებიც გამოშვებულია 2024 წლის 21 მარტიდან 2025 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში. სერვისცენტრებში ავტომობილებს შეუცვლიან ბორბლის ჰაბებს, მუხრუჭის დისკებსა და სამაგრ ელემენტებს უფრო გამძლე დეტალებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები