LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა ორბორბლიანი ავტო-მოტო შექმნეს

250

ჩინელებმა ორბორბლიანი ავტო-მოტო შექმნეს. პეკინური სტარტაპი Beining Lingyun Intelligent Technology-მ ახალი ორბორბლიანი ტრანსპორტის გამოცდა დაიწყო. ავტომობილი სახელწოდებით Lingyun 1703 ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებაა და მას არც საჭე და არც მუხრუჭები არ გააჩნია.

ერთადგილიანი კაფსულა ავტომობილსა და მოტოციკლეტს შორის რაღაც შუალედურს წარმოადგენს. მას ძარა მთლიანად დაფარული აქვს, კარი კი ბორბლის მსგავსად ორი აქვს. მოდელის სიგრძე 3 მეტრი, სიგანე კი მხოლოდ მეტრია. ავტომობილის ბორბლებთან სპეციალური დასაყრდენებია დამონტაჟებული, რომლებიც მას დგომის დროს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. მოტო-ავტოს საათში 100 კმ-ს განვითარება შეუძლია და ერთი დამუხტვით 100 კმ-ს თავისუფლად ფარავს. მოდელს არ აქვს ტრადიციული საჭე და სალონში მხოლოდ დიდი მონიტორია დამონტაჟებული.

მწარმოებლები ამჟამად დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე მუშაობენ, რათა 2020 წლისთვის სიახლის სერიული წარმოება დაიწყონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები