რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ აჩიკო ნიჟარაძე სტუმრობდა. მომღერალმა დაგეგმილი სოლო კონცერტზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „აქ ემღერება გულს“ წარუდგინა.
აჩიკო, 19 თებერვალს „თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“ შენი სოლო კონცერტი გაიმართება. როგორ მიდის სამზადისი და ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას?
ჩემი პირველი სოლო კონცერტი უნდა გაიმართოს „თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში“ და რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან დიდი ხანია ვემზადები.
რაც შეეხება კონცერტში მონაწილეებს, იქნებიან ჩემი მეგობრები, სიმფონიური ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, პაატა ანდრიაძე და ბენდი, სულხან ცინცაძის სახელობის გოგონათა გუნდი, ქართული ხმები, თეატრალურის კვარტეტი, ნათია პერანიძე. საკმაოდ კარგი მუსიკოსებით არის დახუნძლული ჩემი სცენა. რა თქმა უნდა, დარბაზში ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, კომპოზიტორი, მომღერალი იქნება. ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო დღეა, ფაქტობრივად, მეორედ ვიბადები.
როგორია საკონცერტო პროგრამა?
დაახლოებით 20 ნომერი შესრულდება. იგეგმება სამი პრემიერა. სიმღერების 90%, რომელიც სცენაზე გაჟღერდება, ჩემი შესრულებით მოსმენილი არ გექნებათ. მხოლოდ და მხოლოდ 2 სიმღერა მაქვს ძველი რეპერტუარიდან და ისინიც ახალი ვერსიით. ზურგს საუკეთესო მუსიკოსები გამიმაგრებენ სცენაზე.
ვისაუბროთ სიმღერაზე „აქ ემღერება გულს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. ძალიან კარგი სიმღერაა, თუმცა შეფასებას მსმენელს დავუთმობ.
აჩიკო ნიჟარაძე – აქ ემღერება გულს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
აჩიკო ნიჟარაძე. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”