LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Acura-მ მთის რბოლისთვის სედანი, კროსოვერი და სუპერქარი მოამზადა

114

Acura-მ მთის რბოლისთვის სედანი, კროსოვერი და სუპერქარი მოამზადა. ცნობილმა მარკამ, რომელიც ამჟამად Honda-ს შემადგენლობაშია, პრესტიჟული ამერიკული რბოლისთვის – „პაიქს პიკისთვის“ სამზადისი დაიწყო.

კოლორადოში გამართულ შეჯიბრზე 4 ავტომობილი – ჰიბრიდი სუპერქარი NSX, რამდენიმე სედანი TLX და კროსოვერი RDX გამოვა. 4 „აკურადან“, რომელიც რბოლაში ჩასაბმელად ემზადება, ფავორიტი სედანი TLX GT-ია. მოდელი RealTime Racing-ის ჯგუფის მიერაა აწყობილი და მის საჭესთან ცნობილი პილოტი პიტერ კანინგემი მოკალათდება. სუპერქარს V6- 3,5 სიძლიერის ძრავი აქვს და მას 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მანქანამ სარბოლო ტრასაზე გამარჯვების მოპოვება სულ რაღაც 9 წუთსა და 33 წამში შეძლო. რაც შეეხება დანარჩენ ავტომობილებს, მათ ძირითადად სტანდარტული მახასიათებლები აქვთ. თუმცა, არის ერთი გამონაკლისიც, ყველაზე უჩვეულო ავტომობილი კროსოვერი Acura RDX-ია. 2 ლიტრის მოცულობის ძრავის სიმძლავრე სტანდარტული 272-დან 350-მდეა გაზრდილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები