ტაილანდში კაცმა საიუველირო მაღაზია გაძარცვა და განაცხადა, რომ ეს ვალენტინობის დღისთვის გააკეთა, რათა შეყვარებულისთვის საჩუქარი მოემზადებინა. ამის შესახებ The Thaiger წერს.
26 წლის ჩიანანა ბუტნგა 15 თებერვალს დააკავეს. მას 4,2 ათასი ბატი და ასევე 100 ათასი ბატის ღირებულების ოქროს ნაკეთობები უპოვეს. ყველა ეს ნივთი დამნაშავემ საიუველირო მაღაზიიდან მოიპარა.
პირველივე დაკითხვაზე ჩიანანამ თავისი საქციელი ვალენტინობის დღისთვის სამზადისით ახსნა – თითქოს მას სურდა შეყვარებულისთვის საჩუქარი ეშოვა. თუმცა, მოგვიანებით მამაკაცმა აღიარა, რომ სიცრუე თქვა. მან ნახევარი წლის წინ სამსახური დაკარგა და მაღაზიის გაძარცვა კრედიტის გადასახდელად მოუწია.
პოლიცია აზუსტებს, რომ დამნაშავე აქამდე არ ყოფილა ნასამართლევი. მიუხედავად კრიმინალური გამოცდილების არ ქონისა, მან დეტალურად გაწერა თავისი დანაშაული და ძარცვისთვის აარჩია მაღაზია, რომელსაც ქალები მართავდნენ. სავაჭრო ობიექტი ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იქ ჯერ უსაფრთხოების სისტემაც არ იყო დამონტაჟებული. გარდა ამისა, შენობაში არ იმყოფებოდნენ მამაკაცები.
როდესაც ქურდი საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის დანაშაულის ადგილზე მიიყვანეს, მან მაღაზიის მეპატრონეს ბოდიში მოუხადა.