LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ თანამშრომელს ჯაშუშობისთვის უჩივლა

76

Tesla-მ თანამშრომელს ჯაშუშობისთვის უჩივლა. სააგენტო „Bloomberg”-ის ინფორმაციით, კომპანიის ყოფილ ტექნიკოსს – მარტინ ტრიპს ბრალი შეთქმულების მოწყობაში, საიდუმლო ინფორმაციის გაყიდვაში და უახლესი მოდელების ფოტოების გავრცელებაში ედება. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თანამშრომელს დაწინაურებაზე უარი უთხრეს, რამაც ის ძალიან გააბრაზა და საიდუმლო ინფორმაციის გაყიდვაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. მარტინი სამი სხვადასხვა კომპიუტერიდან მუშაობდა და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპარა, შემდეგ კი მასალები უცნობ პირებს მიყიდა. ამის შემდეგ მან კვალის დამალვა სცადა, თუმცა როგორც ჩანს არც თუ ისე წარმატებულად. ამასთან, მამაკაცს იმაშიც ადანაშაულებენ რომ მან პრესას ყალბი ინფორმაცია მიაწოდა და „ტესლას“ შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა. ავტომწარმოებელი ზარალის ანაზღაურებას და საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს, ზუსტი თანხა ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები