LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

768
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:55-დან 16:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი მზრუნველობა პარტნიორის მიმართ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და აქსესუარების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმელების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ბრონქებს და ფილტვებს, ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ქრიზოპრაზი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები