LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda Civic Type R-მა სარბოლო ტრეკზე მე-5 რეკორდი დაამყარა

65

Honda Civic Type R-მა სარბოლო ტრეკზე მე-5 რეკორდი დაამყარა. ცნობილმა პილოტმა ტიაგუ მონტეირუმ ჰეტჩბეკის საჭე მოირგო და „ეშტორილის“ ტრასაზე რეკორდიც დაამყარა. პორტუგალიელს სრული წრის შესასრულებლად 2 წუთი და 1,84 წამი დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს რომ წინა რეკორდსმენის დრო – 2 წუთი და 4,08 წამი დამაჯერებლად გაუმჯობესდა.

რბოლა ღონისძიების – Type R Challenge 2018-ის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ევროპის ყველაზე ცნობილ ტრასებზე დაფიქსირებული დროის გაუმჯობესება იყო. ტიაგუს განცხადებით, ახალი სპორტქარი მოსახვევებში საკმაოდ სტაბილურია, ამასთან რაც ყველაზე საინტერესოა სარბოლო ავტომობილში თავს ისე გრძნობ როგორც ჩვეულებრივ ავტომობილში და რბოლის დასრულების შემდეგ მას სახლში წასასვლელადაც გამოიყენებ.

აღსანიშნავია, რომ „ეშტორილი“ გახდა რიგით მეხუთე ავტოდრომი, სადაც Honda Type R-მა რეკორდი დაამყარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები