LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1359
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ იმ დაპირებების გაცემას, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ.

არაა გამორიცხული სწორედ დღეს მიიღოთ შემოსავალი ძველი საქმიდან.

პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ძველ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, სუვენირების და ხელნაკეთი ნივთების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბურღულეულით, რძის პროდუქტით და ხილით, თუმცა არ ღირს ზედმეტი საკვების მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი, ოპალი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები