დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
არ გადადოთ ხვალისთვის იმ საქმის შესრულება, რომლის გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
არ ღირს განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა, უმჯობესია დღე ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა წყლის აბაზანებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან, გაამდიდრეთ კვების რაციონი თევზით, კარტოფილით და რძის ნაწარმით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.