მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:58 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების და ინტრიგების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ მეწვრილმანეობას და პარტნიორის უმიზეზოდ კრიტიკას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეების მოწესრიგებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა თვალების და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.