თურქულმა კლუბმა ახალგაზრდული გუნდის 18 მოთამაშე გაყიდა და 10 თხა იყიდა, რათა რძის გაყიდვიდან ხარჯები დაფაროს.
ასეთი კრეატიული მენეჯმენტი კლუბ „გულსპორს“ აღმოაჩნდა.
ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ასეთი სვლებით დაახლოებით 5 ათას თურქულ ლირას (სადღაც 730 ევრო) იშოვის რძის გაყიდვიდან. მთელი შემოსავალი გუნდის პირველი რიგის საჭიროებებს მოხმარდება.
8 ფეხბურთელმა კლუბის ბიუჯეტს 15 ათასი ლირა (2.2 ათასი ევრო) მოუტანა.
„გულსპორი“ თურქეთის დაბალ დივიზიონებში გამოდის.