LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნიჭიერი როლანდი! ყველა სიმღერა როგორ უხდება, სადაც მიდის ამშვენებს ყველაფერს“ – ერთად ამღერებული როლანდ ოქროპირიძე და გიორგი გაბუნია „იმედის“ ეთერში

205
როლანდ ოქროპირიძე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „ღამის შოუ“ გასულ ეპიზოდს მსახიობი როლანდ ოქროპირიძე სტუმრობდა.

მსახიობმა, რომელიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მაყურებელს მის მიერ წაკითხული ლექსებითა და სიმღერებით ანებივრებს, იუმორისტულ გადაცემაში წამყვანთან დიალოგის შემდეგ, ლექსი „გიორგობისთვე“ ჩვეული არტისტიზმით წაიკითხა, გიორგი გაბუნიასთან ერთად კი კინოფილმიდან „გარიგება 2“ სიმღერა შეასრულა.

როლანდ ოქროპირიძის სხვა სიმღერებისა და ლექსების ვიდეოების მსგავსად, აღნიშნულ შესრულებასაც არაერთი დადებითი შეფასება ახლავს:

„ყველა სიმღერა როგორ უხდება ნიჭიერ როლანდის“, „სადაც მიდის ამშვენებს ყველაფერს“, „ყველა სიმღერა მორგებული აქვს და საოცრად უხდება“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

🔸 გაბუ და როლანდ ოქროპირიძე – სიმღერა კ/ფ გარიგება 2 #ღამისშოუ #აქიმედია

🔸 გაბუ და როლანდ ოქროპირიძე – სიმღერა კ/ფ გარიგება 2 #ღამისშოუ #აქიმედია

Posted by ღამის შოუ • Night Show on Friday, March 14, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები