LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას ახალი კომპანია იწყებს

435

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის მიზნის ოპერირებას კომპანია OMNIBAS EXPRESS იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც ისარგებლონ.

,,ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მგზავრებისთვის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია:  ჯორჯიან ბასი, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია – ომნიბას ექსპრესი. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს,-‘’აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან  ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები