LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-მ პირველი RS კროსოვერი წარმოადგინა

100

Skoda-მ პირველი RS კროსოვერი წარმოადგინა. სიახლემ ჩეხური ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი „დიზელი“ , ადაპტირებული ამორტიზატორი და ასევე ძრავის ხმების შემცვლელი სისტემა Dynamic Sound Boost მიიღო. Skoda Kodiaq-ის კაპოტქვეშ 2,0 ლიტრის მოცულობის ბიტურბო დიზელის ძრავი აქვს მოთავსებული და მას 240 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 7 საფეხურიან ავტომატიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და პირველი „ასეულის“ განვითარება ზუსტად 7 წამში შეუძლია. „ცხელი“ კროსოვერის მასქიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ-ია.

რაც შეეხება სიახლის ვიზუალს, ის სერიული ავტომობილებისგან სპეციალური ბამპერით, ექსტერიერის შავი დეტალებით და 20 დიუმიანი საბურავებით განსხვავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები