LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Skoda-მ კროსოვერი Elroq-ის პრემიერის თარიღი გაამხილა

107
Skoda-მ კროსოვერი Elroq-ის პრემიერის თარიღი გაამხილა

Skoda-ს ახალი ბიუჯეტური კროსოვერის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად შვედურმა ბრენდმა გაავრცელა და თან ახალი თიზერი და ვიდეოც გაავრცელა, სადაც მოდელის ექსტერიერის დეტალები გაამხილა. Skoda-ს სიახლეს სახელად Elroq ერქმევა და მისი პრემიერა პრაღის ცენტრში, 1-ელი ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. საზოგადოებას წარუდგნენ მედიაბუქს, სადაც კროსოვერის დეტალებში შეთვალიერება იქნება შესაძლებელი.

კროსოვერი ახალი დიზაინერული ხედვით Skoda Modern-ით გაფორმდება, ანუ ბევრად უფრო თანამედროვე და ლაკონიურ ვიზუალს მიიღებს.

Elroq სრულად ელექტრონული კომპაქტური კროსოვერია. მას პლატფორმა MEB-ზე ააგებენ, ზუსტად იმაზე რომელიც Volkswagen-მა შეიმუშავა. საბაზისო ელექტროქარი 52 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელემენტს და 170 ძალის ძრავას მიიღებს. ყველაზე დიდი აკუმულატორის მქონე მოდელს ერთი დამუხტვით 560 კილომეტრის გავლა შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები