LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-მ ორკვირიანი შესვენების შემდეგ წარმოება გააგრძელა

44
skodanews

Skoda-მ ჩეხეთში მდებარე ქარხნებში წარმოება განაახლა. Reuters-ის ინფორმაციით, მწარმოებელმა სამუშაოები ელექტრონული კომპონენტების სიმცირის გამო შეაჩერა და ამავე მიზეზით ჩეხეთში დაგეგმილზე 250 ათასი მანქანით უფრო ნაკლებს გამოუშვებენ. საავტომობილო წარმოების ადგილობრივი ასოციაციის ინფორმაციით, ეს სიტუაცია ჩეხეთის ეკონომიკას 9 მილიარდი დოლარით დააზარალებს.

Skoda-მ სამუშაოები 31 ოქტომბრის საღამოს განაახლა და კონვეიერზე ისეთ მოდელები დააყენა, როგორიცაა – Fabia, Kamiq, Scala, Karoq, Octavia, Enyaq iV Superb, Karoq და Kodiaq.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 18 ოქტომბრიდან Skoda წლის ბოლომდე გაჩერდებოდა. კომპანიის საცავებში 50 ათასზე მეტი დაუმთავრებელი მანქანა ინახება. ამასთან, კომპანია ირწმუნება, რომ მასობრივი განთავისუფლებები არ იგეგმება და იძულებითი შვებულებისთვის თანამშრომლები კომპენსაციასაც მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები