LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში პიცის მუზეუმი გაიხსნა

78

შტატებში არსებულ ყველაზე განსხვავებულ და საინტერესო ადგილებს კიდევ ერთი შეემატა. მუზეუმი, რომელიც გახსნის მომენტიდან ყველაზე გემრიელად დაასახელეს, მართლაც გამორჩეულია – ექსპოზიციის სტუმრები ბილეთთან ერთად სასურველი პიცის ნაჭერსაც მიიღებენ. ნიუ-იორკელებისთვის პიცა უბრალოდ პიცა არ არის და ეს ბევრად მეტია, რასაც გამოფენის მრავალფეროვნება ადასტურებს. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ პიცის ისტორია დეტალურად გაიგონ, ნახონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი პიცის ყუთები და ნახონ ფილმები, რომელიც პიცაზე შეყვარებული ადამიანების მიერაა შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა ვიზიტორებისთვის მუზეუმში სპეციალური ექსპოზიციაა მოწყობილი, რაც ინტერაქტიულ ოთახს და ბევრ გასართობ აქტივობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები