LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასობით Maserati ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა

36

იტალიაში ასობით Maserati დაიწვა. შემთხვევა ქალაქ სავონას ნავსადგურში მოხდა. ახალთახალი ავტომობილები ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი და ისინი ახლო აღმოსავლეთში უნდა გაეგზავნათ. თუმცა, ძლიერმა ხანძარმა მანქანების დიდი ნაწილი მთლიანად გაანადგურა.

სპეციალისტთა შეფასებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა, მოკლე ჩართვა კი ძლიერი შტორმის დამსახურება იყო. ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე მაშინვე მაშველები მივიდნენ და ცეცხლი მალევე ჩააქრეს, თუმცა Maserati რამდენიმე მილიონი ევროთი დაზარალდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები