LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნები, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია

36

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. 2018 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 611,152 შეადგინა, ზრდა +8.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.1%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ: რუმინეთი +132%, შვედეთი +92%, ნიდერლანდები +63%, ლატვია +62%, პოლონეთი +51%, გერმანია +41%, იტალია +37% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +77%, ჩინეთი +60%, ა შ შ +50%, ბელარუსი +35%, ყაზახეთი +34%, საუდის არაბეთი +30% და სხვა.

2018 წლის იანვარი-ოქტომბრის  თვის მონაცემებით, საქართველოში 7,507,517 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11%-ია.   საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ  6,258,261 შეადგინა, ზრდა +12.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  4,179,323 შეადგინა, რაც 621,783-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.5%)

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+23.7%), აზერბაიჯანიდან (+10.3%), სომხეთი  (+0.2%) და თურქეთიდან (+14.3%)   განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ: ესტონეთი +85%, რუმინეთი +65%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +59%, გერმანია +51%,  ესპანეთი +47%, ლატვია +44%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, იტალია +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +125%, ჩინეთი +84%, ბელარუსი +45%, ქუვეითი 34% და  ისრაელი +32%.

2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელდა  7,902,509 ვიზიტი. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს  შეადგენდა.  2017 წელს  მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად  გაიზარდა და ზრდამ  +154% შეადგინა.

2012 წლიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები ასეთია:  2012 წელი – 4,741,346; 2013 წელი – 5,734,898; 2014 წელი – 5,888,709; 2015 წელი -6,305,635; 2016 წელი – 6,719,975; 2017 წელი – 7,902,509.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები