ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA იწყებს ახალ ექსპერიმენტს, რომელიც უწონადობის პირობებში საკვების წარმოებას გულისხმობს. თუკი ტექნოლოგია წარმატებული აღმოჩნდება, ეს კოსმონავტების კვებისთვის საჭირო ხარჯების შემცირებას რეალურს გახდის და მთვარესა და მარსზე მისიებს გაამარტივებს. სიახლის შესახებ BBC წერს.
ამჟამად კოსმოსში საკვების მიტანა საკმაოდ ძვირი ჯდება. ახალი მეთოდი კი პროდუქტების გაზრდას უჯრედისგან პირდაპირ კოსმოსში გულისხმობს.
სააგენტომ მისიის შესასრულებლად უკვე გაგზავნა ორბიტაზე ბიორეაქტორი და როცა მოწყობილობა დედამიწაზე დაბრუნდება, სპეციალისტები შეამოწმებენ, თუ როგორ იმოქმედა უწონადობამ და რადიაციამ უჯრედებში მიმდინარე პროცესებზე.
მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, სპეციალისტები ბიორეაქტორს ისე შეცვლიან რომ საკვების მთავარი კომპონენტების გაზრდა შეძლონ. მომავალში ასეთი ინგრედიენტებისგან ჩვეული კერძების მომზადება იქნება შესაძლებელი – კარტოფილის პიურეთი დაწყებული, სტეიკით დამთავრებული. ეს კოსმოსურ მისიებს უფრო გააიაფებს, ასტრონავტთა რაციონს კი უფრო მრავალფეროვანს გახდის.
პირველი მზა ბიორეაქტორი უწონადობაში 2026 წლისთვის გაიგზავნება.