LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1769
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია მოტყუების და ცილის დაწამების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების გაცნობა, ვაჭრობა და კომერცია, ნიშნობა და ქორწინება, ახალი კონტაქტების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კუჭის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ბურღულეულით, თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, მარჯანი, ონიქსი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები