LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა 694 000-ზე მეტი კროსოვერის მფლობელი სასწრაფოდ სერვისცენტრში დაიბარა

109
unnamed

Ford-ი აშშ-ის ბაზარზე 694 271 ერთეულ SUV ტიპის ავტომობილს უკან გამოიწვევს. მიზეზი საწვავის სისტემაში გაჟონვისა და ცეცხლის გაჩენის საფრთხეა. კომპანიამ გადაწყვეტილება ერთწლიანი გამოძიების შედეგად აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოსთან (NHTSA) თანამშრომლობით მიიღო.

სპეციალისტების შეფასებით, გარკვეულ მოდელებში დაფიქსირდა საწვავის სისტემის კომპონენტების ცვეთა ან დაზიანება, რაც იწვევს საწვავის გაჟონვას ძრავის არეში. გაჟონილი საწვავის ცხელ ზედაპირზე შეხებისას არსებობს ცეცხლის გაჩენის რეალური საფრთხე, რაც მნიშვნელოვან რისკს უქმნის მძღოლსა თუ მგზავრებს.

მიუხედავად იმისა, რომ Ford ჯერჯერობით არ ასახელებს კონკრეტულ მოდელებს, ნიუსების მიხედვით საუბარია – Ford Escape-ზე, Ford Edge-სა და მსგავსი სეგმენტის ავტომობილებზე, რომლებიც 2020–2024 წლების გამოშვების არიან.

Ford  ყველა მფლობელს უახლოეს დღეებში დაუკავშირდება.

მომხმარებლებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაატარონ ავტომობილი ოფიციალურ სერვისცენტრში;

სერვისის ფარგლებში საწვავის სისტემა დეტალურად შემოწმდება და საჭიროების შემთხვევაში კომპონენტები სრულად ჩანაცვლდება. ეს მომსახურება ბუნებრივია, სრულად უფასო იქნება, ბრენდის გარანტიის ფარგლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები