LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3004
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 23:53-დან 01:00 საათამდე, როდესაც მთვარის ნეგატიური ენერგია პიკს აღწევს. ამ მონაკვეთში რეკომენდებულია მაქსიმალური სიფრთხილე, განსაკუთრებით – სატრანსპორტო საშუალებების მართვისას. მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ კონცენტრაციის დაქვეითებისა და ყურადღების მოდუნების რისკი, რაც შესაძლოა სერიოზული შემთხვევების მიზეზად იქცეს.

პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს კომუნიკაბელურობა. დღეს მაღალია ჭორების, ინტრიგებისა და მოტყუების ალბათობა, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია როგორც პირად ურთიერთობებში, ისე პროფესიულ კომუნიკაციაში.

პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – თავი აარიდეთ ინფორმაციულ გადატვირთვას, განსაკუთრებით ძილის წინ. ასევე, მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, მათ შორის – მანქანის სწრაფად მართვასა და ახალი პროექტების წამოწყებას. არ არის მიზანშეწონილი რემონტის დაწყება, უძრავი ქონების შეძენა ან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება. თანამშრომლობაც რთულად წარიმართება.

შესაძლოა დღის განმავლობაში მიიღოთ სასიამოვნო ამბავი ან მოიპოვოთ სარგებელი წარსულ საქმიანობებთან დაკავშირებით. თუმცა სასურველია, თავი შეიკავოთ საბუთებზე ხელის მოწერისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების გაფორმებისგან. ბიზნესის დაწყებაც რეკომენდებული არ არის. ხელსაყრელი პერიოდია საკომუნიკაციო ტექნიკის (ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორის და სხვა აპარატურის) შესაძენად, ასევე რეკლამირებისა და პრეზენტაციებისთვის. საბანკო ოპერაციებიც წარმატებით შეიძლება განხორციელდეს.

ჯანმრთელობა – დღე ხელსაყრელია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და მენჯ-ბარძაყის არეში არსებული პრობლემების მკურნალობისთვის. ამასთანავე, განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება ფილტვებს, ბრონქებს, ხელებსა და მხრებს. მოერიდეთ უჰაერო სივრცეებსა და ფიზიკურ გადაღლას. კვების რაციონიდან ამოიღეთ ხორცი, ტკბილ-მჟავე კერძები და ალკოჰოლი.

დღის მინერალები და ფერები – დამატებითი ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის სასარგებლოა გამოიყენოთ ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი და სარდიონი. რეკომენდებული ფერებია ნაცრისფერი, ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ბეჟი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით წარმატებულია ლომებისა და სასწორებისთვის. შედარებით დაძაბული ფონი შეიმჩნევა თხის რქებისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები