დღე დაწყებულია მიმართულებადაკარგული მთვარის ხანგრძლივი პერიოდით – 04:43-დან 19:30 საათამდე. ამ დროს განსაკუთრებულად ქვეითდება ყურადღება და კონცენტრაციის უნარი, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების ალბათობას. როგორც ქვეითებმა, ასევე მძღოლებმა ორმაგი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
დღე დაემთხვა ახალმთვარეობას, რაც დაკავშირებულია მძიმე კოსმოსურ გავლენებთან. მზისა და მთვარის ენერგიების შეერთება ლომის ზოდიაქოში ასტიმულირებს შინაგან დაძაბულობას. მოსალოდნელია გაძლიერებული სიჯიუტე, პრეტენზიულობა, ემოციური აფეთქებები, დეპრესიული განწყობები, ეგოიზმი და მოულოდნელი კონფლიქტები. შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება ან ხასიათის მკვეთრი ცვლა.
სასურველია, დღევანდელი დღე უფრო მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ ახალ საქმეებს, ფინანსურ ოპერაციებს, სესხის აღებას ან გაცემას. უცილებლად დაასვენეთ ორგანიზმი და ყურადღება მიაქციეთ გულსისხლძარღვოვან სისტემას და ხერხემალს.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ურთიერთობებში იკვეთება ძველი საიდუმლოების გაჟღერების ან ეჭვიანობის გაძლიერების ტენდენცია. ამ მხრივ საჭირო იქნება მეტი დელიკატურობა და მოთმინება. თუმცა, პოზიტიური ურთიერთობები შეიძლება შეინარჩუნოთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე არ არის რეკომენდებული ბინის შეცვლის, დაპირებების გაცემის ან გადამეტებული ფიზიკური დატვირთვისთვის. სასიკეთოდ წარიმართება დრო, თუ მას მოახმართ შემოქმედებით საქმიანობას, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობას, კულტურულ ან სასიამოვნო გარემოში დასვენებას.
ჯანმრთელობა – სუსტდება გული და ხერხემალი, ამიტომ მოერიდეთ გადაღლასა და სიმძიმეების აწევას. გაუფრთხილდით ემოციურ მდგომარეობასაც. მოერიდეთ ვიზიტებს სოლარიუმში, საუნაში, ასევე ალკოჰოლისა და ხორცის დიდი რაოდენობით მიღებას.
დღის ფერები და მინერალები – დღეს სასიკეთოდ იმოქმედებს ზურმუხტი, მარჯანი, ბრილიანტი, გიშერი და ქარვა. რეკომენდებულია შემდეგი ფერები: ვერცხლისფერი, თეთრი, ბეჟი, მწვანე და ლურჯი.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურად აისახება კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის.