LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

111 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის მარტივი საიდუმლო გაამხილა

110
111 წლის ქალმა  ხანგრძლივი სიცოცხლის მარტივი საიდუმლო გაამხილა

აშშ-ში, ნებრასკის შტატის უძველესმა მცხოვრებმა მორიგი დაბადების დღე  და გაამხილა ხანგრძლივი ცხოვრების მარტივი საიდუმლოც აღნიშნა. ამის შესახებ KLKN-TV წერს.

ვანესა გრეი, რომელიც ლინკოლნში ცხოვრობს, 16 სექტემბერს 111 წლის გახდა. მას იუბილე მეგობრებმა და ნათესავებმა მიულოცეს. ქალი 1914 წელს ნებრასკაში დაიბადა და დიდი დეპრესიის დროს გაიზარდა. იუბილარის თქმით, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, თავს შესანიშნავად გრძნობს. „ყოველ დღე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ყოველ წელს უფრო კარგად ვგრძნობ თავს. იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება,“ – თქვა გრეიმ.

111 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ პოზიტიური დამოკიდებულება დაასახელა. „იყავით ბედნიერები. ეს სრულიად საკმარისია,“ – განაცხადა იუბილარმა.

გრეის შვილიშვილმა აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის ძალიან ბედნიერი და დამოუკიდებელი იყო. ახლაც კი, თვითონ უვლის საკუთარ თავს და მუდმივი მოვლა არ სჭირდება. „როგორც ხედავთ, ყველა ეს ადამიანი აქ არის და მასთან ერთად სურს დღესასწაულის გატარება. ეს იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია – ყოველთვის იღიმის, ყოველთვის ბედნიერია,“ – თქვა მამაკაცმა.

გრეი ნებრასკის უძველესი მცხოვრებია და აშშ-ს ხანდაზმულთა სიაში 37-ე ადგილს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები