LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ოქტომბერის ასტროლოგიური პროგნოზი

3227
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება სასწორის მშვიდობიან, დიპლომატიურ და კომპრომისულ ნიშანში, ხოლო მთვარე – ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ თევზებში. ეს ტენდენციები დღის განმავლობაში მკვეთრად აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათზე.

დღის რეკომენდაციები – დღე კარგია მგზავრობის, გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის. ზედმეტ წვრილმანებზე დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ.

პარტნიორული ურთიერთობები – დღეს ურთიერთობებში დაეყრდენით მოთმინებას, ტაქტს და სიმშვიდეს. გახსოვდეთ, რომ გულახდილობა და მოთმინება მნიშვნელოვან საკითხებში წარმატების გასაღებია.

ჯანმრთელობა – მოსალოდნელია ალერგიული შეშუპების გამოვლენა, აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი. საკვებ რაციონში მეტად გამოიყენეთ ბოსტნეული, ნაკლებ ცხიმიანი თევზი და ლიმონი. მოერიდეთ თვალების გადაღლას, ტერფების მასაჟს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები და მხედველობა.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან დღეს სასიკეთოა მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო. ფერებიდან – იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი, მწვანე, ფირუზისფერი.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და მორიელისთვის. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები